← სიახლეებზე დაბრუნება

მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობა ციფრულ ეპოქაში

8 მაისი, 2026

მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობა ციფრულ ეპოქაში
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეში“ გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა, სადაც VIII კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად იმსჯელეს ეკრანის დროის გავლენაზე მენტალურ ჯანმრთელობაზე, თანამედროვე ციფრული გარემოს შესაძლო რისკებსა და პრევენციის ეფექტიან გზებზე
💬✨
მოსწავლეებმა დისკუსიის ფორმატში გააზიარეს საკუთარი მოსაზრებები, ისაუბრეს ციფრულ გარემოში ჯანსაღი ბალანსის მნიშვნელობაზე ⚖️📵 და მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები მენტალური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. 🌿💙
შეხვედრა ჩატარდა ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის (EUPHA) ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში 🌍🩺, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს უნივერსიტეტის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი - თეონა ძაგნიძე